ავტოტერმინალების / ავტოდილერების /ავტომობილების გადამზიდი ფირმების ბიზნეს გეგმების მომზადება 577 235 400
ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვისა და გადაზიდვის ბიზნესს საზოგადოდ, აქვს ბუნებრივია ,„საწარმოო„ პროცესთან დაკავშირებული პრობლემები. საქართველოში ამ ბიზნესს საკმაოდ დიდი ისტორია და გამოცდილება აქვს. შესაბამისად, ამგვარი პრობლემების გადაჭრის გზებიც შესწავლილია და ისინი რეალურად აღარ წარმოადგენენ შემაფერხებელ ფაქტორს.
❖ უფრო მნიშვნელოვანია გლობალური პროცესებით გამოწვეული პროცესები, რომელთა მართვას საწარმოს დონეზე ვერ მოხერხდება.
ისინი პირველ რიგში, დაკავშირებულია ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდის დინამიკასთან. უნდა აღინიშნოს, ამ რისკების მიმართ განსაკუთრებით მგძნობიარეა შედარებით მცირე მეწარმეები. მსხვილ მეწარმეების რისკები ფარდობითად ნაკლებია.
❖ მსყიდველობითი უნარის შემცირებით გამოწვეული რისკები
საქართველოს ავტობიზნესები მუშაობენ რამდენიმე რეგიონის ბაზარზე. რისკების მნიშვნელოვანი წყაროა სამიზნეს რეგიონებში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მნიშვნელოვანი შემცირება.
❖ მანქანების ფასების მკვეთრი რხევები
გლობალური პროცესებიდან გამომდინარე მკვეთრად თამაშობს ავტომანქანების ფასები. ეს კი სერიოზულ რისკს წარმოადგენს.
❖ ვალუტის კურსის ცვლილება
ესეც მნიშვნელოვანი რისკია . იგულისხმება კურსების ცვლილება ყველა სახის ვალუტის მიმართ
❖ სირთულეები ლოჯისტიკური მიწოდების ჯაჭვებში
პროდუქციის მიწოდების ხაზის ცვლილების რისკები ხშირდება უცხოური კომპონენტების ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვებში დამატებითი სირთულეების გამო; მაგალითად: იცვლება მოწოდების მარშრუტები, ფასები .
ამ რისკების გადალახვის ერთ-ერთ გზად , ავტობიზნესის ფირმების დიდმა ნაწილმა მსოფლიოში ყურადღება მიაპყრო ისეთ საქმიანობებს, რომლებიც ადრე ავტოვაჭრობის საქმიანობის თანამდევ საქმიანობად, ხელშემწყობ საქმიანობად მიიჩნეოდა და დაიწყო ამ მიმართულებების განვითარება.